დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის ომის მოგვარება ახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარება „უფრო ახლოსაა, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია“ და რომ ის უკრაინაზე ამ კვირაში თურქეთში, ნატო-ს სამიტზე ისაუბრებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპმა ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და მის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შაბათ-კვირას გამართული საუბრის შემდეგ გააკეთა.

სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პოზიცია კონფლიქტის მოგვარების საკითხში უცვლელი რჩება.

თუმცა, Financial Times-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი კონფლიქტს ახლებურად უყურებს, უკრაინის ბოლოდროინდელი წარმატებების გათვალისწინებით.

„ვფიქრობ, რომ ეს ისეთი რამაა, რასაც გაცილებით ვუახლოვდებით, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. და პრეზიდენტ პუტინს სურს, რომ ეს დასრულდეს. ამას ძალიან მტკიცედ გეტყვით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს

მისივე თქმით, პუტინთან „კარგი სატელეფონო საუბარი“ გამართა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა