ბელგოროდზე სარაკეტო იერიში განხორციელდა, რეგიონში ელექტროენერგია გაითიშვა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქში აფეთქებების ხმები გაისმა, რის შემდეგად ქალაქის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე და ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, ალექსანდრე შუვაევზე, დაყრდნობით ავრცელებს.

შუვაევის, განცხადებით, ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

შუვაევმა მოგვიანებით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო დარტყმები კვლავ განახორციელეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, აღნიშნული თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა