Axios - ირანმა ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები განაახლა

ირანის სამხედრო ძალებმა ორშაბათს ღამით ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით გამავალ სავაჭრო გემებს სულ მცირე ორი რაკეტა ესროლეს, - ინფორმაციას Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიიღო შეტყობინება ტანკერისგან, რომელიც ომანის მახლობლად, ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე სამხრეთით გადაადგილდებოდა, რომ უცნობი ჭურვი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მეორე კომერციულ გემს ირანული რაკეტა მოხვდა.

Axios-ის წყაროების ცნობით, ორივე გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

გამოცემა წერს, რომ სავაჭრო გემებზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-სა და ირანს შორის ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შეჩერების შესახებ ერთკვირიანი შეთანხმება ამოიწურა. Axios-ი ასევე წერს, რომ აშშ, სავარაუდოდ, ირანის სამიზნეებზე დარტყმებით საპასუხო ზომებს მიიღებს.

ცნობისთვის, გასულ კვირას კატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების რაუნდი ჰორმუზის სრუტის საკითხთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევის გარეშე დასრულდა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა