მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქზე, წუხელ ღამით, დრონით 400-ზე მეტი იერიში განხორციელდა

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ღამით მოსკოვის ოლქსა და დედაქალაქ მოსკოვზე 430 დრონით შეტევა განხორციელდა.

„საღამოდან დილის 6 საათამდე მოსკოვის ოლქის მიმართულებით 430-ზე მეტი დრონი მოფრინავდა, მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებზე გაანეიტრალეს. მოსკოვთან მიახლოებისას მტრის 36 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, - წერს სობიანინი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 6 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავსა და ლენინგრადის ოლქს შეუტიეს. მათ შორის სამიზნე იყო რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ბალტიის ზღვაზე მდებარე ნავთობის საექსპორტო პორტები.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა