შალვა პაპუაშვილი ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაემგზავრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაში, რომელიც სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით იმართება.

„კონფერენციის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარეთა რეგულარული და ქმედითი ფორმატის ჩამოყალიბება, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას, ინფორმაციის გაცვლას, პოზიციების კოორდინაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ურთიერთმხარდაჭერას ითვალისწინებს.

კონფერენციის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და სამუშაო სესიებში მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენციის დასასრულს, მონაწილეები ერთობლივ განცხადებას მიიღებენ”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა