ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი - ჩინეთს მოვუწოდებთ, უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით დასრულების მიზნით რუსეთთან კავშირები გამოიყენოს

ჩინეთს მოვუწოდებთ, უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით დასრულების მიზნით რუსეთთან კავშირები გამოიყენოს, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ განაცხადა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე ოსლოში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის შეხვდა.

„ჩინეთი, ალბათ, ის ქვეყანაა, რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელობასთან ყველაზე პირდაპირი წვდომა აქვს. ჩვენ ველით და ჩინეთს მოვუწოდებთ, რომ ეს არხი გამოიყენოს“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, სტორეს თქმით, ევროპასა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.

„მაგრამ, ვიდრე ეს ომი გრძელდება და ჩინეთი რუსეთის ახლო პარტნიორია, ეს შესაძლებლობა შეზღუდულია“, - აღნიშნა იონას გარ სტორემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა