მიხაილ გალუზინი - ბალტიის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებისთვის საკუთარი ტერიტორიის დათმობით, ცეცხლს ეთამაშებიან

ბალტიის ქვეყნები ცეცხლს ეთამაშებიან, როდესაც თავიანთი ტერიტორიების რუსეთის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისთვის გამოყენების შესაძლებლობას იძლევიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.

„ნატო-სა და ევროკავშირის დისციპლინისადმი დამორჩილებით და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში რუსეთის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისთვის საკუთარი ტერიტორიის დათმობით, ბალტიის ქვეყნები ცეცხლს ეთამაშებიან. მათ ეს ძალიან კარგად იციან,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გალუზინმა გუშინ აღნიშნა, რომ მოსკოვი ზედმიწევნით აღრიცხავს იმ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ პროვოკაციების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება, ასევე იმ ადგილებს, საიდანაც რუსეთის ობიექტების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება ხდება, მათი წარმოებისა და საბოლოო აწყობის ადგილებს - მიუხედავად იმისა, თუ რომელი იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან ისინი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა