მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს

მთვრობა, ქვეყნის მასშტაბით, არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელების) მშენებლობა/ მოწყობას გეგმავს.

შესაბანისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს რეგიონული დაგეგმვის პრინციპების დაცვით შერჩეულ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების მშენებლობა/მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმა და გატარება.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ 2030 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს 4 რეგიონული ობიექტისა და თანმხლები ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის კომპლექსის მშენებლობა/ მოწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგვა და გატარება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ნაგავსაყრელები უნდა მოეწყოს შემდეგი საპროექტო ზონების დაცვით: კახეთი, შიდა ქართლი - მცხეთა - მთიანეთი, იმერეთი-რაჭა-ლეჩუმი-ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა