მარჯანიშვილის თეატრი 98-ე სეზონს პრემიერით ხურავს, თეატრის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი

მარჯანიშვილის თეატრი 98-ე შემოქმედებით სეზონს პრემიერით ასრულებს. ბაზისბანკის მხარდამჭერით, 9 და 10 ივლისს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის, „გონების თამაშების“ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია დავით ჭახრაკია, ხოლო მთავარ როლებს მსახიობები: პაატა პაპუაშვილი, ნანკა გვარიშვილი, ჯაბა კილაძე, ეკატერინე მჟავანაძე, ბესო ბარათაშვილი და სხვები ასრულებენ.

„გონების თამაშები“ თანამედროვე საზოგადოების მწვავე და აქტუალური პრობლემების ერთგვარი ანარეკლია - სპექტაკლი ირონიითა და დრამატიზმით გვიჩვენებს იმ მანკიერ წრეს, რომელშიც ხშირად ვტრიალებთ:

„ერთმანეთს ვაქებთ და მერე, ზურგს უკან ვაგინებთ, ერთი სული გვაქვს ვინმეს ფეხი დაუცდეს. სოციალურ ქსელებში ვბლოკავთ ერთმანეთს, შეხვედრისას კი კეთილი ნაცნობებივით ვესალმებით. ერთმანეთი გვძულს და ვამბობთ, რომ ვგიჟდებით ერთმანეთზე. ზიზღში ვეჯიბრებით ერთმანეთს. სამი კაცი ტაშს დაგვიკრავს და გვგონია, რომ მთელი ქვეყანა ჩვენია. მოჯადოებულ წრეზე დავრბივართ... თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მინდოდა, რომ ამ „საქართველოს“ ნაწილი გავმხდარიყავი და მეთქვა, მეყვირა, რომ საქართველოში იბადებოდნენ და არასდროს წუხდნენ ამაზე.“

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურისა და ხელოვნების აქტიური ქომაგი, წლებია მხარს უჭერს მარჯანიშვილის თეატრს, რაც ხელს უწყობს თეატრალური ხელოვნების განვითარებას და მაყურებლისთვის გამორჩეული, მაღალმხატვრული პროექტების შეთავაზებას. სეზონის ბოლო და საინტერესო პრემიერაც სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

სპექტაკლის ბილეთების შეძენას შეძლებთ აქ.

(R)

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა