თენგიზ შარმანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ჩართეთ ტელევიზორი, დაიდეთ პოპკორნი და უყურეთ - კისრის მოტეხვისკენ მიდიან თვითონ, არავის დახმარება არ სჭირდებათ

ჩართეთ ტელევიზორი, დაიდეთ პოპკორნი და უყურეთ - კისრის მოტეხისკენ მიდიან თვითონ, არავის დახმარება არ სჭირდებათ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მომაკვდავი ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი გეგმა და მთავარი ფიგურანტები ერთმანეთს არიან გადაკიდებული.

"ეს არის მომაკვდავი ორგანიზაციის მანიპულაციები, რომელიც არაფერს მოიტანს. ერთს აირჩევენ თავმჯდომარედ, მეორეს, ორივე ერთად იქნება თანათავმჯდომარე, თუ კიდევ მესამეს ჩამოიყვანენ უცხოეთიდან, მაინც არაფერი უშველით. ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩართეთ ტელევიზორი, დაიდეთ პოპკორნი, უყურეთ და მიხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე. კისრის მოტეხვისკენ მიდიან თვითონ, არავის დახმარება არ სჭირდებათ. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი გეგმა და მთავარი ფიგურანტები ერთმანეთს არიან გადაკიდებული. უბრალოდ ნახეთ, რა სიტყვებით ამკობენ ერთმანეთს, რაში დებენ ბრალს ერთმანეთს. ეს უკვე საკმარისია იმის გასაგებად, რომ ესენი ვერასდროს ვერაფერს გააკეთებენ. ერთადერთი, რახ ჩვენ დაგვრჩენია, ისაა, რომ უბრალოდ მაყურებლის პოზიციიდან ვუყუროთ, როგორ განვითარდება [პროცესები], ისიც თუ ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს. მე არანაირი ინტერესი არ მაქვს," - განაცხადა შარმანაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა