Webster University Tbilisi 2026 წლის აბიტურიენტებისთვის სპეციალურ საგრანტო შეთავაზებას აცხადებს. უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, სტუდენტები 1 900 აშშ დოლარის ოდენობის შიდა გრანტს მიიღებენ.
უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ 1 900-დოლარიანი შიდა გრანტი მხოლოდ პირველ სასწავლო წელზე არ ვრცელდება. სტუდენტები დაფინანსებას მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებენ, თუ სწავლის პერიოდში მათი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი GPA 3.7 ან მეტი იქნება.
უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა და უნივერსიტეტის სააპლიკაციო განაცხადის შევსება ბმულზე. ამავდროულად, Webster University Tbilisi-ში ჩასაბარებლად, აუცილებელია, რომ კანდიდატის სკოლის ბოლო სამი სასწავლო წლის აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი 2.5 ან მეტი იყოს.
აღსანიშნავია, რომ Webster University Tbilisi არის უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოში ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ქმნის და სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. უნივერსიტეტის საგრანტო პროგრამები კი მიზნად ისახავს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომის გაზრდას.
Webster University Tbilisi სტუდენტებს უმაღლეს ამერიკულ განათლებასა და საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ დიპლომთან ერთად, უნივერსიტეტის მსოფლიოს მასშტაბით არსებული საერთაშორისო კამპუსიდან სასურველში 1 წლით სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს. მათ შორის ვენაში, ლეიდენში, ჟევაში, ათენსა და სენტ ლუისში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დროს საქართველოს კამპუსში სწავლის საფასურს გადაიხდიან. Webster University Tbilisi-ში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებია სწავლის ღირებულება.
Webster University Tbilisi უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს:
შეგახსენებთ, რომ Webster University ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გლობალური, წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია.
(R)