მარკ რუტეს განცხადებით, ნატო დრონების საწინააღმდეგო და სათვალთვალო შესაძლებლობებში ინვესტირებას გეგმავს

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, მოკავშირეები Saab GlobalEye-ის 10-მდე სადაზვერვო თვითმფრინავს შეიძენენ, რათა ალიანსის მოძველებული AWACS-ის თვითმფრინავების ფლოტი ჩაანაცვლონ.

რუტემ ⁠ანკარაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში მიმდინარე თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა, რომ ალიანსი ასევე შეიძენს ხუთამდე Northrop Grumman MQ-4C ⁠Triton -ის მაღალი სიმაღლის სათვალთვალო დრონს. შესყიდვის განზრახვასთან დაკავშირებულ წერილს კი ხელს ნორვეგია, ფინეთი, გერმანია და დანია მოაწერენ.

“დღეს ჩვენ ვიწყებთ ნატო-ს დრონების საწინააღმდეგო ინიციატივას. ამ ინიციატივის ფარგლებში, მოკავშირეები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 40 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებენ დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობებში. მოკავშირეები ასევე იღებენ ვალდებულებას, 2027 წლის ბოლომდე თავიანთ შეიარაღებულ ძალებში ხუთჯერ მეტი დრონის ოპერატორი მოამზადონ“, - აღნიშნა რუტემ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი რამდენიმე წამყვანი თავდაცვითი კომპანია, მათ შორის Anduril-ი, Boeing-ი, General Dynamics-ი, Lockheed-ი, Martin-ი და Raytheon-ი - თავდაცვის სექტორის ისეთ მსხვილ ევროპელ მოთამაშეებთან, როგორიცაა Diehl-ი, PGZ-ი და Rheinmetall-ი, ახალ სამრეწველო თანამშრომლობის ინიციატივებზე შეთანხმდნენ.

„ეს საშუალებას მოგვცემს, ევროპაში ვაწარმოოთ ან შევინარჩუნოთ ამერიკული ძირითადი შესაძლებლობები, როგორიცაა Abrams-ის ტანკები, AMRAAM-ები, ATACMS-ები, Barracuda 500M, მცირე დიამეტრის ბომბები და Stingers-ები“, - აღნიშნა რუტემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა