ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ თურქეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი მუსტაფა თურქერი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, უმასპინძლა.

“შეხვედრის ფარგლებში ელჩმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სივრცე დაათვალიერა და ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, პროფესიული განათლების პროგრამებსა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კონფერენციების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, ასევე სხვა ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის პროფესიული კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა