გიგა ფარულავა - ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამჯერ შეუცვალა ანაკლიის პროექტს მიმართულება, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ შესწევს ძალა, ანაკლიის პორტის მშენებლობა ბოლომდე მიიყვანოს

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ფაქტია, რომ მორიგი ჩავარდნა აქვს „ქართულ ოცნებას“ და ეს ჩავარდნა გადაატარეს ეკონომიკის მინისტრის კისერზე, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის მიერ გუშინ, ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა Land lord-ის მოდელით განხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება.

ფარულავას თქმით, ის ფაქტი, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბოლო წლების განმავლობაში სამჯერ შეუცვალა პროექტს მიმართულება, მეტყველებს იმაზე, რომ სახელისუფლებო გუნდს არ შესწევს ძალა, ანაკლიის პორტის მშენებლობა ბოლომდე მიიყვანოს.

“რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სტრატეგიული ობიექტია და აუცილებლად უნდა მოხდეს ამ პროექტის განხორციელება და მშენებლობა, მაგრამ სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებას” არ შესწევს ამის უნარი, იმიტომ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სამჯერ შეუცვალოს სტრატეგია და მიმართულება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ აქვთ უნარი და იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტი სტრატეგიული გეგმარებით განახორციელონ”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

გარდა ამისა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიორგი ბახუაშვილის სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშვნაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც მანამდე შს მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ფარულავას თქმით, აღნიშნული საკადრო ცვლილება იმაზე მეტყველებს, რომ მსგავს გადაადგილებებს პირადად ბიძინა ივანიშვილი განაგებს.

“ამ გადაწყვეტილების გზავნილი ერთია, რომ საკადრო პოლიტიკას პირადად ბიძინა ივანიშვილის განაგებს. ახლა რა გზას გადის და გაივლის, ამას დრო გვიჩვენებს. ჯერ ერთი თვე არც გასულა წინა პოზიციაზე დანიშვნიდან და დღეს უკვე, როგორც საზოგადოებამ იხილა, ის სხვა თანამდებობაზეა გადაყვანილი, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ, რა გზას გაატარებენ მას და სად აღმოჩნდება საბოლოოდ თანამდებობრივად”, - განაცხადა ფარულავამ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა