შალვა პაპუაშვილი - სოციალურ მედიაში სიძულვილის ენამ იკლო - რა თქმა უნდა, გვყავს გამოუსწორებელი რეციდივისტები, მლანძღველები, მაგინებლები, რომლებსაც არაფერი გამოასწორებთ

გვყავს გამოუსწორებელი რეციდივისტები, მლანძღველები, მაგინებლები, რომლებსაც არაფერი გამოასწორებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ზოგიერთმა ევროპელმა წარმომადგენელმა იმას მიაღწია, რომ ლანძღვა-გინება და უხამსობა ევროპულობასთან არის გაიგივებული.

“საზოგადოებაც ამჩნევს, რომ განსაკუთრებით, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენამ იკლო. რა თქმა უნდა, გვყავს გამოუსწორებელი რეციდივისტები, მლანძღველები, მაგინებლები, რომლებსაც არაფერი გამოასწორებთ. მათი ნირი არის ასეთი, რომ უნდა იძალადონ ვერბალურად თუ ფიზიკურად, უნდა ილანძონ, ეს არის მათი დავალება, რომელსაც იღებენ იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ. ალბათ, რეციდივისტებს არაფერი ეშველებათ. ზოგიერთი აყოლილი იყო ამ ყალბ პოლიტიკურ კულტურას, რომელსაც ევროპულ კულტურად ასაღებს, რომ გინება, ლანძღვა და უხამსობა არის ევროპულობა, სამწუხაროდ, აი, ამას მიაღწია საქართველოში ზოგიერთმა ევროპელმა წარმომადგენელმა, რომ ლანძღვა-გინება და უხამსობა ევროპულობასთან არის გაიგივებული. ვფიქრობ, ეს აყოლილი ადამიანები დაფიქრდებიან და ქართულ კულტურას დაუბრუნდებიან იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ევროპული კულტურის ბაზისი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა