დიმიტრი პესკოვი - კიევისთვის ნატო-ს ახალი ტიპის იარაღის გადაცემა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ხელს ვერ შეუშლის

კიევისთვის ნატო-ს ახალი ტიპის იარაღის გადაცემა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„უკრაინა მუდმივად ითხოვს ახალი ტიპის იარაღს, როგორც თავდაცვით, ისე შეტევითს. ეს ხელს არ უშლის სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას“.

„კიევის რეჟიმის მხრიდან მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილის არარსებობის პირობებში, სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩვენი მიზნების სრულ მიღწევამდე გრძელდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა