10 წლის ბიჭის ოჯახი კლინიკა „გორმედის“ ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს - ოჯახის ცნობით, „ბავშვი ველოსიპედით თამაშისას დაშავდა, თრომბი განუვითარდა, რაც ექიმებმა ვერ გაიგეს, ამის გამო კი ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა“

კლინიკა „გორმედის“ ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. 10 წლის ბიჭის ოჯახის წევრების განცხადებით, 3 ივლისს ბავშვი ველოსიპედით თამაშისას დაშავდა, თუმცა კლინიკაში ვერ გაიგეს, რომ მოზარდს თრომბი განუვითარდა, რის გამოც მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ოჯახის წევრები მედიკოსების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვენ. მათ უკვე მიმართეს უწყებას. გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს საქმის შესწავლისკენ მოუწოდებენ. ამჟამად მოზარდი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

„ვენები დახეთქილი იყო, თრომბი განვითარებული ყოფილა. ჩვენ ეს არ ვიცოდით იმიტომ, რომ ექიმმა ვერ გაიგო, არ გაგვაფრთხილა, თუნდაც რომ შევეშინებინეთ და სასწრაფოდ ჩვენ თვითონ გადაგვეყვანა ბავშვი, რომ მიგვეხედა. რეანიმობილი 2 საათიანი დაგვიანებით მოვიდა, 4 საათიანი ლოდინის შემდეგ ინგოროყვას კლინიკაში შევედით. მეორე დღეს ექიმმა გვითხრა, იძულებული ვარ ფეხი მოვკვეთოო“, - აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი წევრი “ფორმულასთან“ საუბარში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა