მაია სანდუმ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ევგენ ოსმოჩესკუ დანიშნა

მაია სანდუმ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ევგენ ოსმოჩესკუ დანიშნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განკარგულებით, 8 ივლისიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ვიცე-პრემიერი ევგენ ოსმოჩესკუ შეასრულებს.

ოსმოჩესკუმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე მუნტეანუ შეცვალა, რომელმაც გასულ კვირას თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა.

თანამდებობის დატოვებისას მუნტეანუმ განაცხადა, რომ „მანდატის შესრულება თავისი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად აღარ შეეძლო“.

ალექსანდრე მუნტეანუმ ევგენ ოსმოჩესკუს წარმატებები უსურვა.

„მადლობას ვუხდი მას ამ პასუხისმგებლობის აღებისთვის და ამ მისიის შესრულებაში წარმატებებს ვუსურვებ“, - დაწერა მუნტეანუმ სოციალურ ქსელში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა