AI და DevOps – BTU ყველაზე მოთხოვნად ცოდნას ერთ სამაგისტრო პროგრამაში აერთიანებს

ტექნოლოგიური ინდუსტრია სწრაფად იცვლება და მასთან ერთად იცვლება დამსაქმებლების მოთხოვნებიც. თუ რამდენიმე წლის წინ DevOps-ის ცოდნა კონკურენტული უპირატესობა იყო, დღეს კომპანიები ეძებენ სპეციალისტებს, რომლებსაც შეუძლიათ ინფრასტრუქტურის მართვა, პროცესების ავტომატიზაცია და ოპერირება ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

სწორედ ამ ცვლილებებს პასუხობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინფორმაციული სისტემების მართვის (DevOps) სამაგისტრო პროგრამა, რომლის განახლებული კურიკულუმი ტრადიციულ DevOps-ს Generative AI-ისა და AIOps-ის თანამედროვე მიდგომებთან აერთიანებს.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ AI ასისტენტების გამოყენებას ინფრასტრუქტურის როგორც კოდის (Infrastructure as Code – IaC) შესაქმნელად და ოპტიმიზაციისთვის, CloudFormation-ის შაბლონების გენერაციას, Docker-ისა და Kubernetes-ის კონფიგურაციების გაუმჯობესებას, ასევე უსაფრთხოების რისკებისა და სისტემური ხარვეზების ანალიზს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა CI/CD პროცესების ავტომატიზაციას. სტუდენტები პრაქტიკულად მუშაობენ GitHub Copilot-თან და Amazon DevOps Guru-სთან, სწავლობენ AI-ის გამოყენებას Version Control-ის, უწყვეტი ინტეგრაციისა და ინციდენტების პრევენციის პროცესებში.

პროგრამა ასევე მოიცავს Serverless არქიტექტურების შექმნას, AWS-ის AI სერვისებთან ინტეგრაციას, ტექსტური მონაცემების ავტომატურ დამუშავებას, ვექტორულ ძიებასა და თანამედროვე AI პლატფორმების გამოყენებას რეალური ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად.

AI ინტეგრირებულია პროექტების მართვის მიმართულებაშიც. სტუდენტები მუშაობენ Jira AI-ის, Miro AI-ისა და სხვა თანამედროვე ინსტრუმენტებით, რომლებიც ამარტივებს პროექტების დაგეგმვას, კვლევის პროცესს, მონაცემთა ვიზუალიზაციასა და ანგარიშების მომზადებას.

განახლებული პროგრამის მნიშვნელოვანი სიახლეა ორი ახალი სასწავლო კურსი:

  • AI Literacy & AIOps – ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ინფრასტრუქტურის მონიტორინგისა და მართვისთვის;
  • Applied AI/ML Services on AWS – Amazon Bedrock-ის, Amazon Textract-ისა და სხვა მზა AI მოდელების გამოყენება რეალური ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად.

პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე. თეორიული ცოდნა სრულდება რეალური პროექტებით, Hands-on ლაბორატორიებით AWS-ისა და სხვა თანამედროვე პლატფორმების გამოყენებით, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლების პროცესშივე შეიძინონ ინდუსტრიაში მოთხოვნადი გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა ხორციელდება 1+1 ფორმატით და შედგება ორი დამოუკიდებელი ნაწილისგან. თითოეული ნაწილი მოიცავს 60 კრედიტს და გრძელდება 1 აკადემიური წელი.

პირველ ეტაპზე ჩარიცხვა ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების, ინგლისური ენის ცოდნისა და სპეციალობის გამოცდის საფუძველზე. ერთი აკადემიური წლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება Master of Information Systems – ინფორმაციული სისტემების მაგისტრის კვალიფიკაცია. სურვილის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია სწავლა გააგრძელოს პროგრამის მეორე ნაწილზე და დამატებით 60 კრედიტის დასრულების შემდეგ მიიღოს Research Master of Information Systems – ინფორმაციული სისტემების კვლევის მაგისტრის ხარისხი.

პირველი ნაწილის კურსდამთავრებულებს მეორე ეტაპზე სწავლის გაგრძელება შეუძლიათ პირველ ნაწილზე ჩარიცხვიდან ხუთი წლის განმავლობაში საერთო სამაგისტრო გამოცდების ხელახლა ჩაბარების გარეშე. ხოლო სხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის მეორე ნაწილზე ჩარიცხვა ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების, ინგლისური ენის B2 დონის დადასტურებისა და, საჭიროების შემთხვევაში, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.

BTU-ის ინფორმაციული სისტემების მართვის (DevOps) სამაგისტრო პროგრამა შექმნილია იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც კარიერის განვითარებას თანამედროვე DevOps-ისა და ხელოვნური ინტელექტის გადაკვეთაზე გეგმავენ და სურთ, კონკურენტუნარიანები იყვნენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ტექნოლოგიურ ბაზარზე.

(R)

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა