ლევან მაჭავარიანი გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე - ასე აზროვნებს „აგენტურული“, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“, თითოეული წარმომადგენელი - არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი, მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება

ასე აზროვნებს აგენტურული, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი: არანაირი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, საკუთარი დღის წესრიგი, მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება, უცხო ძალების ინტერესების გატარება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, „ლელო- ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად მმართველ გუნდს იმასაც უფასებს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები სწორედ ქვეყნის შიგნით მიიღება“.

„ასე აზროვნებს აგენტურული, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი: არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება, მხოლოდ გარე დავალებების შესრულება, მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გატარება.

ქართველი ხალხი, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად, იმასაც გვიფასებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას სწორედ საქართველოში ვიღებთ; რომ თითოეული ნაბიჯით უფრო დამოუკიდებლები და უფრო სუვერენულები ვხდებით; რომ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ვატარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა დანარჩენისას; რომ ვიცავთ ყველაფერს, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს; და რომ ჩვენი სამშობლოსთვის მნიშვნელოვან დღის წესრიგს ჩვენვე ვაყალიბებთ,“ - წერს ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ მის პარტიას აქვს გეგმა, რომელიც მოიაზრებს ანაკლიის პორტის აშენებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობას, რაც მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია „კავკასიური მშვიდობის ეკონომიკის შექმნისათვის“.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა