საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენს თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შეუმცირა, რაც მას 2027 წლის აპრილში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემს

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შეუმცირა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენისთვის ევროკავშირის თანხების გაფლანგვისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შეუმცირა, რაც მას 2027 წლის აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ორი პირობითია, ხოლო მას ერთი წლით ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. ასევე, სასამართლომ მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება 45 თვით აუკრძალა, საიდანაც 30 თვე პირობითია.

როგორც Reuters-ი წერს, შესაძლოა, სასამართლოს მიერ ელექტრონული სამაჯურის ტარების შესახებ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ ლე პენის არჩევნებში მონაწილეობა კვლავ ეჭვქვეშ დააყენოს, რადგან ელექტრონული სამაჯური საპრეზიდენტო კამპანიას გაართულებს.

მარინ ლე პენისთვის 2025 წლის მარტში გამოტანილი თავდაპირველი სასჯელი 5 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვას და 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა