სილქნეტი "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

სილქნეტის მიერ დაფუძნებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აგრძელებს ვეტერანების და სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას. იანვრიდან დღემდე ფონდმა 60-მდე ბენეფიციარს გაუწია დახმარება. მათ შორის იყო გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთ კლინიკებში, დაშავებული სამხედროების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადების კურსების ორგანიზება, ასევე ბენეფიციართა ოჯახის წევრთა საგანმანათლებლო თუ სხვა საჭიროებებისთვის თანხების გამოყოფა.

2026 წელს ფონდში შემოწირულობებმა 561 000 ლარი შეადგინა. აქედან ბოლო ექვს თვეში 280 000 ლარი მოხმარდა 58 ბენეფიციარს, რომელთა შორის 13 ვეტერანი და 45 სამხედრო მოსამსახურეა.

დახმარებები გაიცა შემდეგ კატეგორიებში:

1. გადაუდებელი ოპერაციები 64 677 ლარი

2. 50% თანადაფინანსება 106 160 ლარი

3. სამედიცინო მომსახურება 36 030 ლარი

4. მედიკამენტები 6 925 ლარი

5. შვილების დახმარება 31 314 ლარი

6. მეუღლეების დახმარება 21 677 ლარი

7. პროფესიული გადამზადება 11 821 ლარი

8. ადაპტაცია 987 ლარი

„დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დი“ 2018 წელს სილ­ქნე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­არ­სდა. კომ­პა­ნია ფონ­დის მთა­ვა­რი დო­ნო­რი გახ­და, რითაც მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში დაჭ­რილ-და­შა­ვე­ბულ ვე­ტე­რა­ნებ­სა და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს. ფონდის შემომწირველები ასევე გახდნენ ფიზიკური პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი.

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონ­დი” იმ ქვეყ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლ გა­მოც­დი­ლე­ბას იზიარებს, სა­დაც მებ­რძოლ­თა და ვე­ტე­რან­თა მხარ­და­ჭე­რის პრაქტიკა არ­სე­ბობს. ფონდის საქმიანობა გამჭვირვალეა. მისი ფინანსური და წლიური ანგარიშები ფონდის ვებ გვერდზეა განთავსებული.

დონაციის მსურველებისთვისშექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების თანადგომა. ვეტერანებისა და სამხედროების მხარდასაჭერად ტრადიციულად იმართება საქველმოქმედო გარბენი, რომელიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩართულობას და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას უწყობს ხელს.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

(R)

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა