დონალდ ტრამპი - ნატო-ს სამიტი თურქეთში რომ არ ჩატარებულიყო, შეიძლება არ დავსწრებოდი - ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი

ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ეს სამიტი თურქეთში რომ არ ჩატარებულიყო, სადაც ჩემი მეგობარი ძალიან ძლიერი ლიდერია, შესაძლოა, მას საერთოდ არ დავსწრებოდი“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-მა ნატო-ში „ტრილიონობით დოლარის“ ინვესტიცია ჩადო.

„და რატომ? ევროპული ქვეყნების და კანადის დასაცავად. კარგი, მაგრამ იფიქრებდით, რომ ჩვენს დასახმარებლად რამეს გააკეთებდნენ, მაგრამ რეალურად ეს არ გააკეთეს. ისინი კარგად არ მოგვექცნენ, რადგან ირანში რაღაც გავაკეთეთ. ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება. მე მათი დახმარებაც კი არ მსურდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა