ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელი კოლეგა ჩინეთში მიიწვია

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელი კოლეგა ჩინეთში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გავრცელებული განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ უკრაინელი კოლეგა, ანდრეი სიბიგა ჩინეთში მიიწვია და ახლა ვიზიტის შესაძლო ვადები განიხილება.

„უკრაინა დაინტერესებულია ჩინეთთან ორმხრივი კონტაქტების გააქტიურებაში, კერძოდ კი უმაღლეს დონეზე. მინისტრ ვან ისთან მოლაპარაკებების დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოვუწოდე, ვინაიდან ეს შეესაბამება ჩინეთის პრინციპებს ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით. მივესალმებით ჩინეთის მზაობას უფრო აქტიური როლი ითამაშოს მშვიდობის მიღწევაში“, - განაცხადა სიბიგამ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა