შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირმა თავი კომიკურ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიყენოს და ორუელისეული გამონათქვამი: „ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორი“, რეალობად არ აქციოს - პროცედურების შეცვლა ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სერბეთში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შეზღუდვას ეხება.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხის შესახებ ყველას ერთნაირი პოზიცია აქვს, რომ „შეუძლებელია იყო ორგანიზაციის წევრი და იყო მეორეხარისხოვანი წევრი“.

„ამაზეც გავცვალეთ მოსაზრებები და ცხადია, სხვადასხვა ხარისხის წევრობაზე ყველას აქვს ერთნაირი პოზიცია, რომ შეუძლებელია იყო წევრი ორგანიზაციის და იყო მეორეხარისხოვანი წევრი ორგანიზაციის. თუკი ევროკავშირი ფიქრობს, რომ შეცვალოს ხმის მიცემის პროცედურები, ეს უნდა ეხებოდეს ყველას თანაბრად და არა ისე, რომ ახალ წევრებს ჰქონდეთ უფრო ნაკლები უფლებები, ვიდრე ე.წ. ძველ წევრებს. ევროკავშირმა თავად არ უნდა ჩაიყენოს თავი კომიკურ მდგომარეობაში და ორუელისეული გამონათქვამი - „ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია“, არ აქციონ რეალობად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა