Associated Press - ურთიერთობების 13-წლიანი გაყინვის შემდეგ საფრანგეთი სირიაში ელჩს დანიშნავს

ურთიერთობების 13-წლიანი გაყინვის შემდეგ საფრანგეთი სირიაში ელჩს დანიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press -ი ავრცელებს.

კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც დამასკოში პირველი ვიზით იმყოფება, და სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადეს, რომ ერთმანეთის ქვეყნებში ელჩების დანიშვნაზე შეთანხმდნენ, რითაც 13-წლიანი პაუზის შემდეგ დიპლომატიურ კავშირებს განაახლებენ.

ალ-შარაამ მაკრონთან შეხვედრას „ისტორიული მოვლენა” უწოდა.

ცნობისთვის, საფრანგეთმა სირიაში თავისი საელჩო 2012 წელს დახურა და სიმბოლურად 2025 წელს გახსნა, მალევე მას შემდეგ, რაც ასადის რეჟიმი დაეცა.

ასევე აღინიშნება, რომ სირიიდან საფრანგეთის პრეზიდენტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრება, სადაც ნატოს სამიტი იმართება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა