„ძლიერი საქართველო-ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, თანაგუნდელებთან ერთად რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ლელოს“ პოლიტიკური ლიდერები ზუგდიდში ჩავიდნენ - ისინი სოფელ კახათში სოციალურად დაუცველებს შეხვდნენ და ე.წ. ფაიფურის დასახლებაში დაუსრულებელ ცენტრალურ ხიდთან მივიდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა, დღესვე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები ადგილზე მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს გაეცნენ.

ირაკლი კუპრაძე სოფელ კახათში სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც შეხვდა.

„დღეს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ზუგდიდსა და კახათში ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდი. ემოციურად მძიმე დღე იყო - უმძიმესია უყურო, როგორ უმკლავდებიან ადამიანები ყოველდღიურ გაჭირვებას სრულიად მარტო, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე.

მოვუსმინეთ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომლებიც ავარიულ, სიცოცხლისთვის საშიშ სახლებში ცხოვრობენ და ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვიან. შევხვდი მშობლებს, რომლებმაც ღიად მითხრეს ყველაზე საშინელი სიტყვები: მათ შვილებს შიათ. ეს არის რეალობა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება სრული გულგრილობითა და უმოქმედობით პასუხობს.

თუმცა, მხოლოდ პრობლემებზე არ გვისაუბრია - მათთან ერთად რეალურ გამოსავლის გზებზეც ვიმსჯელეთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან. ჩვენი წარმომადგენლები საკრებულოებში მთელი საქართველოს მასშტაბით მზად არიან, თითოეული მოქალაქის გვერდით დადგნენ და ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად იბრძოლონ. ამ ხალხის ხმას ყველგან მივიტანთ და კონკრეტულ შედეგებსაც მივაღწევთ“,- განაცხადა კუპრაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა