შალვა პაპუაშვილი - გამოვიდეს ხაზარაძე და თავად ილაპარაკოს, თუკი რამე ეთქმის საერთოდ ანაკლიასთან დაკავშირებით - ჯერ რა აზრები იხარშება მათ თავში, მერე არც უფიქრდებიან და ამას საჯაროდ აჟღერებენ

საზოგადოებისთვის ცხადია და განაჩენი გამოტანილია სამართლებრივი და პოლიტიკურიც - „ლელო“ არის თაღლითების მიერ დაფუძნებული პარტია, რომელიც იყო თაღლითური პროექტი იმისათვის, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან გამოეძალათ მილიარდნახევარი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიას აქვს გეგმა, რომელიც მოიაზრებს ანაკლიის პორტის აშენებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობას.

პაპუაშვილის თქმით, „ლელოს“ გამო სახელმწიფომ 20-ჯერ შეცვალა ხელშეკრულება, თუმცა მათ არანაირი ინვესტორი არ მოუძებნიათ, ქვეყანას კი დიდი დრო დასჭირდა „გამოსწორებულიყო მათი გაფუჭებული“.

„გეოგრაფიულად სხვაგანაც ხომ არ გადავიდეთ?! მოვკიდოთ ხელი საქართველოს და შავ ზღვას მოვაცილოთ. ჯერ მათ თავში რა აზრები იხარშება, მერე არც უფიქრდებიან და ამას საჯაროდ აჟღერებენ. რაც შეეხება „ლელოს“ და ანაკლიის პორტს, საზოგადოებისთვის ცხადია და განაჩენი გამოტანილია სამართლებრივი და პოლიტიკურიც - „ლელო“ არის თაღლითების მიერ დაფუძნებული პარტია, რომელიც იყო თაღლითური პროექტი იმისათვის, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან გამოეძალათ მილიარდნახევარი. ამისთვის შეიქმნა ეს პარტია, რომ თაღლითური სქემა განეხორციელებინათ ხაზარაძე-ჯაფარიძეს. ეს თაღლითობა ჯერ ქართულ სასამართლოში გამოაშკარავდა, შემდეგ კი არაერთ საერთაშორისო არბიტრაჟში. ასე რომ, მათი მოსაზრებები ანაკლიასთან დაკავშირებით, გასაგებია, ხაზარაძე აბარებს მათ, მაგრამ ხომ უნდა დაფიქრდნენ თვითონაც, რომ არ უნდა იყვნენ გამხმოვანებლები იმის, რასაც ხაზარაძე ეუბნებათ. გამოვიდეს ხაზარაძე და თავად ილაპარაკოს, თუკი რამე ეთქმის საერთოდ ანაკლიასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ მის გამო 20-ჯერ შეცვალა ხელშეკრულება იმისათვის, რომ შანსი მიეცა. აღმოჩნდა, რომ თაღლითობასთან გვქონდა საქმე. არანაირი ინვესტორი არ მოუძებნიათ. ტყუილად აცვლევინეს სახელმწიფოს ხელშეკრულებები. ხედავთ რამდენი დრო დასჭირდა იმას, რომ გამოსწორებულიყო მათი გაფუჭებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო