საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს ალექს თიგაის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს ალექს თიგაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, გენერალური პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრისას FBI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა გენერალურ პროკურორს წარმატებული თანამშრომლობისთვის, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ქეშ პატელის მადლობის წერილი გადასცა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროკურატურასა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა