Reuters - რუსეთის ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული დრონის დარტყმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

რუსეთის ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული დრონის დარტყმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა, რომელიც ღრმად, ციმბირში მდებარეობს, ომის განმავლობაში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე შორი მანძილის თავდასხმა გახდა.

გამოცემის თქმით, ქარხნის მუშაობის შეჩერება, რომელიც რუსეთში ბენზინის ყველაზე დიდი მწარმოებელია, სავარაუდოდ, მთელ ქვეყანაში გაამწვავებს საწვავის დეფიციტს.

„ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტები ორშაბათს თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ქარხნის თანამშრომლები არ დაშავებულან.

ახლა დაზიანებების შეფასება მიმდინარეობს, შესაბამისმა სამსახურებმა აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება მოახდინეს“, - განაცხადა ციმბირში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ანატოლი სერიშევმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა