ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე - შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენს, რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ჰააგაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამხარაძემ ოკუპაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და დაგმო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმება მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„მსურს, ყურადღება გავამახვილო ბოლოდროინდელ მოვლენებზე, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას. უმკაცრესად ვგმობ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ე.წ შეთანხმებას მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და წარმოაჩენს რუსეთის მორიგ, სასოწარკვეთილ მცდელობას, რომ განამტკიცოს ოკუპაცია და მოახდინოს საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიულად აღიარებული რეგიონების დე ფაქტო ანექსირება.

შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ შეთანხმება თუ ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, იმთავითვე ბათილია“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა