აშშ-მა, ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის საპასუხოდ, ირანის სამხედრო ობიექტებს დაარტყა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის მიდამოებში ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, ირანის მიერ კომერციულ გემებზე განახლებული თავდასხმების საპასუხოდ.

„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმების სერია დაიწყეს, რათა უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეებით დატვირთული კომერციული გემების მიზანში ამოღებისა და თავდასხმებისთვის მძიმე ფასი დააკისრონ მას.აშშ-ის დარტყმები ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფ სამ კომერციულ გემზე თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა“, - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

მათი მტკიცებით, ირანის მიერ გამოვლენილი აგრესია იყო გაუმართლებელი, საშიში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა.

ცნობისთვის, ირანმა ორშაბათს და სამშაბათს ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე სამი თავდასხმა განახორციელა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა