ირანის პარლამენტის სპიკერი  - ბულინგისა და გამოძალვის ეპოქა დასრულდა - ჩვენ არ ვნებდებით

ბულინგისა და გამოძალვის ეპოქა დასრულდა. ეს არსად მიგვიყვანს. ჩვენ არ ვნებდებით, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს არღვევს.

„აშშ-ს მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძირითადი დარღვევები: ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ გატარებული ცვლილებების დარღვევა, შემდგომი დარტყმების მუდმივი მუქარა, ნავთობთან დაკავშირებული სანქციების ხელახლა ამოქმედება, თავდასხმები სამხრეთ ირანზე, ლიბანზე სიონისტური აგრესიის გაგრძელება. ბულინგისა და გამოძალვის ეპოქა დასრულდა. ეს არსად მიგვიყვანს. ჩვენ არ ვნებდებით“, - წერს ირანის პარლამენტის სპიკერი.

შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის მასშტაბით ათობით სამიზნეს დაარტყა და ირანულ ნავთობზე სანქციები განაახლა. აშშ-ში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯები ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მოძრავ სავაჭრო გემებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ გადადგეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა