მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალი გაიმართება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მიიღებს მონაწილეობას.

„მინისტერიალის მონაწილეები იმსჯელებენ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევასთან დაკავშირებით, ასევე პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრას ტოტი და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი კრისტიან ბუსოი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმდა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ოთხმხრივი შეთანხმება. დოკუმენტი სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის ახალი მარშრუტის შექმნას ითვალისწინებს, რაც ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას შეუწყობს ხელს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა