ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გაცხადებით, ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანა

ბაჰრეინში განგაშის სირენების ხმა ისმის, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას CNN-ი ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაემართეთ უახლოეს უსაფრთხო ადგილისკენ“, - აცხადებენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს სამინისტროს მიერ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გამოქვეყნებული მეორე გაფრთხილებაა.

მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ირანზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, ბაჰრეინსა და ქუვეითში, აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტის მიმართულებით, რაკეტები და დრონები გაუშვა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა