უკრაინული მედია - რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა

რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რუსლან ბუსარგინმა ღამით დრონების საფრთხის შესახებ გამოაცხადა, ხოლო მოგვიანებით ადგილობრივ აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა.

„ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხანძარი სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას გაუჩნდა, რომელიც ამ დრომდე იწვის.

ასევე, მათივე ცნობით, დრონებით თავდასხმა ვორონეჟის ოლქში მდებარე ქალაქ ბორისოგლებსკაზეც განხორციელდა. სავარაუდოდ, ხანძარი ქალაქის აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩნდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა