მარკ რუტე ნატო-ს სამიტზე - დღეს, ნატო-ს მოკავშირეები დაადასტურებენ, რომ რუსეთი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს

ნატო-ს მოკავშირეები დაადასტურებენ, რომ რუსეთი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში, ნატო-ს სამიტზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრები სამიტის რეზოლუციის ტექსტს დაამტკიცებენ, რომელშიც რუსეთის მხრიდან საფრთხე იქნება დაფიქსირებული.

„ველი, რომ დღეს ყველა მოკავშირე კვლავ ერთობლივად დაადასტურებს, რომ რუსეთი ნატო-ს ტერიტორიისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს. დაველოდოთ დეკლარაციის გამოქვეყნებას, თუმცა ველი, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი გრძელვადიანი საფრთხე მასში მოხსენიებული იქნება“, - აღნიშნა რუტემ.

რუტე აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ახალ დარტყმებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დარტყმები „აბსოლუტურად აუცილებელი იყო“.

„ეს აბსოლუტურად აუცილებელი იყო. რადგან არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ირღვევა. ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ გემებზე თავდასხმები განხორციელდა. ვფიქრობ, აშშ-ის რეაგირება აუცილებელი მომენტი იყო“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა