დანიის პრემიერი - გრენლანდია არ იყიდება - რაც შეეხება უკრაინას, რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ

ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ უკრაინას, მეტი ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე და უზრუნველვყოთ, რომ ამ ომში ერთადერთი გამარჯვებული, რა თქმა უნდა, უკრაინა აღმოჩნდეს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრა მეტე ფრედერიქსენმა ანკარაში ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მან დანიის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ დანია სუვერენული სახელმწიფოა და მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს.

„ჩვენი პოზიცია ნათელია, გრენლანდია, რა თქმა უნდა, არ იყიდება. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მოკავშირე პატივს სცემს გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ყველამ უნდა პატივი სცეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

კითხვაზე, მზადაა თუ არა დანია გრენლანდიის სამხედრო გზით დაცვისთვის, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა:

„მზად ვართ დავიცვათ ნატო-ს ყოველი ინჩი, მათ შორის ჩვენივე ტერიტორია. თუ რომელიმე ჩვენგანს რამე დაემართება, მაშინ ყველამ ერთმანეთი უნდა დავიცვათ. ვგულისხმობ, რომ მე-5 მუხლი ჩვენი დაცვის გარანტიაა“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა