პიტერ მადიარი - უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი სასტიკი აგრესორია - ვაგრძელებთ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა, უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწვდის ან ჯარს არ გაუგზავნის

უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი სასტიკი აგრესორია. უკრაინას უფლება აქვს დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ვაგრძელებთ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. თუმცა, როგორც ადრე არაერთხელ მითქვამს, უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწვდის ან ჯარს არ გაუგზავნის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა ანკარაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„უნგრელებს სჯერათ ნატო-ს ძლიერებისა და ერთიანობის. ერთიანი ნატო ჩვენს საერთო ინტერესებშია. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უნგრეთი კვლავ საიმედო მოკავშირედ ვაქციოთ. უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და 2035 წლისთვის მშპ-ს 5%-ს მივაღწევთ. ნება მომეცით, უნგრეთის მთავრობის სახელით მკაფიოდ განვაცხადო, რომ უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი სასტიკი აგრესორია. უკრაინას უფლება აქვს დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ვაგრძელებთ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. თუმცა, როგორც ადრე არაერთხელ მითქვამს, უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწვდის ან ჯარს არ გაუგზავნის“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

მისი თქმით, გუშინ საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა