ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-სა და ისრაელის თავდასხმებმა ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი არაეფექტური გახადა - ესკალაციის სახიფათო შედეგებზე პასუხისმგებლობა ამერიკის მოღალატეობრივ რეჟიმს ეკისრება

აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებმა ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი არაეფექტური გახადა, - ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირანის საგარეო უწყების განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების, ირანულ ნავთობზე სანქციების ხელახლა დაწესების, ჰორმუზის სრუტეში ჩარევისა და ისრაელის მიერ ლიბანზე თავდასხმების შედეგად ურთიერთგაგების მემორანდუმი არაეფექტური გახდა.

„ამ დაძაბულობის ესკალაციის სახიფათო შედეგებზე პასუხისმგებლობა ამერიკის მოღალატეობრივ რეჟიმს ეკისრება“, - აცხადებს ირანის საგარეო უწყება.

ასევე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ აშშ-ს ირანზე თავდასხმებისთვის მათი ტერიტორიების გამოყენების უფლება არ მისცენ.

„ირანის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის ჩადენაში ნებისმიერი სახის თანამშრომლობა დანაშაულში მონაწილეობას წარმოადგენს“, - ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა