არჩილ გორდულაძე - ევროსტრუქტურების მიმართ საზოგადოების ნდობა იკლებს, რაც მათ თავიანთ თავს უნდა დააბრალონ - „კოლექტიური ნაცების“ და „ჯო უილსონების“ რეზოლუციებს ერთი ევროს, დოლარის თუ ცენტის ფასიც არ აქვს

„კოლექტიური ნაცების“ და „ჯო უილსონების“ რეზოლუციებს ერთი ევროს, ერთი დოლარის ან ერთი ცენტის ფასიც კი არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილებით არის გაჯერებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, „საზოგადოების ნდობა ევროსტრუქტურების და ზოგადად, დასავლური სტრუქტურების მიმართ იკლებს, რაც თავიანთ თავს უნდა დააბრალონ“.

„ისინი შეფარვით ცდილობენ, რომ ადამიანები, რომლებიც მხილებულები არიან და ზოგ შემთხვევაში, მსჯავრდებულებიც არიან ქვეყნის ძალადობრივი გზით გადატრიალების მცდელობაში, ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში, ცდილობდნენ, რომ პოლიციელები დაეწვათ, სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმა, ბლოკირება მოეხდინათ და ამავდროულად ცეცხლისთვის მიეცათ პარლამენტის შენობა, ამ ადამიანებს ისინი პოლიტპატიმრებს უწოდებენ. ამავდროულად არ საუბრობენ, რა კანონების გაუქმება უნდათ. რეალურად, მათ უნდათ „ოჯახური ღირებულებების“ და „არასრუწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმება მოხდეს, რაც თავისთავად გულისხმობს ლგბტ პროპაგანდის დაშვებას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, რაც გამორიცხულია. ისინი, ამავდროულად, მოითხოვენ „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმებას, იმ კანონის გაუქმებას, რომელიც ჯო უილსონის სამშობლოსა და ქვეყანაში გაცილებით უფრო მკაცრია - „ფარას“ კანონი მოქმედებს, რომელიც ნათარგმნია უკვე და ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს. მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონის გამკაცრებას მოითხოვენ და შესაბამისი ინიციატივებიც არსებობს, ჯო უილსონია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ამ ყველაფრის გაუქმებას ცდილობს. კრებსითად რომ შევაჯამოთ, ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ცდილობენ რეზოლუციებით თავს დაესხან საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, მათ დემოკრატიულ არჩევანს, ისინი თავს უფლებას აძლევენ, იფიქრონ და თქვან, პირდაპირ მოუწოდონ საზოგადოებას, რომ მათ უკეთ იციან თუ რა არის საქართველოს მომავლისთვის უკეთესი, ვიდრე ქართველმა საზოგადოებამ. ბოლოს რეზოლუციაში პირდაპირ ჩაწერეს, რომ თურმე ეკლესია რუსული გავლენების ქვეშაა. ეს გაუგონარი ფაქტია, ასეთი განცხადებებით საზოგადოების ნდობა ევროსტრუქტურების და ზოგადად, დასავლური სტრუქტურების მიმართ იკლებს და ეს მათ უნდა დააბრალონ თავიანთ თავს“, - განაცხადა გორდულაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა