ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 260 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 3 მილიარდ ნორვეგიულ კრონს (დაახლოებით 268 მილიონი ევროს) გამოყოფს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ თანხას Patriot-ის სისტემისთვის რაკეტების შესაძენად გამოიყენებენ.

ნორვეგია, დანიასთან, გერმანიასთან და კანადასთან ერთად, ახალ რაკეტებს PURL პროგრამის ფარგლებში პირდაპირ აშშ-ის ქარხნიდან შეუკვეთავს.

ნორვეგიის მთავრობის განმარტებით, იმის გამო, რომ ამ რაკეტების ნაწილის მიწოდების ვადები ხანგრძლივია, ნორვეგია, სწრაფი მიწოდების მიზნით, მათ შეძენას იმ ქვეყნებიდან გეგმავს, რომლებსაც უკვე აქვთ ეს რაკეტები.

„უკრაინის ბრძოლა საკუთარი თავდაცვისთვის, ჩვენი თავდაცვისთვის ბრძოლაცაა. უკრაინა ყოველდღიურად უპირისპირდება რუსეთის თავდასხმებს. რუსეთი აგრძელებს მოსახლეობის, უკრაინის ქალაქებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას. უკრაინამ წარმატებით ჩამოაგდო დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების უმეტესობა, მაგრამ მას სჭირდება უფრო ძლიერი თავდაცვა ბალისტიკური რაკეტებისგან“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე განაცხადა, რომ პარტნიორებთან განხილვის მთავარი თემა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების მიწოდება იქნებოდა. მისი განმარტებით, ამ რაკეტებს რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ზელენსკის განმარტებით, შეერთებული შტატები არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს რაკეტები აქვს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა