ირაკლი კუპრაძე თანაგუნდელებთან ერთად აჭარაში ჩავიდა

აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ასობით ათასი ლარი დახარჯა, თუმცა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, რის გამოც პროცესი აღარ გაგრძელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო-ლელო“- ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე თანაგუნდელებთან ერთად რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს პარტიის პოლიტიკური ლიდერები აჭარაში ჩავიდნენ. ერთ-ერთი შეხვედრა გონიოში, იმ ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც საბავშვო ბაღი უნდა აშენებულიყო. პროექტი სამი წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე შეჩერებულია.

„ძლიერი საქართველო- ლელოს“ ინფორმაციით, აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ასობით ათასი ლარი დახარჯა, თუმცა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, რის გამოც პროცესი აღარ გაგრძელდა.

ადგილობრივების თქმით, არსებობს ეჭვი, რომ საბავშვო ბაღი შესაძლოა საერთოდ აღარ აშენდეს, რადგან აღნიშნული ტერიტორიის მიმართ კონკრეტული პირების კომერციული ინტერესი იკვეთება.

მოსახლეობა საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას მოითხოვს. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ხელისუფლების უმოქმედობისა და პროექტის გაჭიანურების გამო გონიოში დაახლოებით 300 ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშეა დარჩენილი.

კუპრაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ პარტია მშენებლობის პროცესზე მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს. მისი თქმით, საქმეში იკვეთება სავარაუდო კორუფციისა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ნიშნები, ხოლო მსგავსი პრობლემების გამო. აჭარაში 2 000-ზე მეტი ბავშვი კვლავ სკოლამდელი განათლების გარეშე რჩება“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა