დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს - ისინი არიან ბოროტი და ავადმყოფი ადამიანები, კიბო, რომელიც ადრეულ ეტაპზევე უნდა ამოკვეთო

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა.

კითხვაზე, ღამით აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა თუ არა, ტრამპმა უპასუხა, რომ მას ირანთან საქმის დაჭერა აღარ სურს.

„ეს საინტერესო შეკითხვაა. ვფიქრობ, ის დასრულდა. მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს. ჩემი აზრით, მათთან ურთიერთობა უბრალოდ დროის კარგვაა“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა გუშინ ღამით „ძალიან ძლიერი შეტევა განახორციელეს“.

„მე მათ ვუთხარი, როცა დარტყმას განახორციელებთ, ჩვენ საპასუხოდ დაგარტყამთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი ბინძური მოთამაშეები არიან და ყველას თავს ესხმიან. მე ისინი არ მომწონს. ისინი ბოროტი და ავადმყოფი ადამიანები არიან. ისინი კიბო არიან და იცით, რა უნდა გააკეთოთ? კიბო ადრეულ ეტაპზევე უნდა ამოკვეთოთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე