კაია კალასი - ბაჰრეინსა და ქუვეითზე ირანის თავდასხმები მიუღებელია

აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის ორმხრივად გახსნა კიდევ უფრო ართულებს ომის დასრულების მიზნით მიმდინარე ისედაც დაძაბულ მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

კალასი ხაზს უსვამს, რომ ბაჰრეინსა და ქუვეითზე ირანის თავდასხმები მიუღებელია.

„მემორანდუმის თანახმად, თეირანმა აიღო ვალდებულება, ხელახლა გაეხსნა ჰორმუზის სრუტე. სრუტის მახლობლად გემებზე მისი ბოლოდროინდელი თავდასხმები არღვევს ამ ვალდებულებას და საფრთხეს უქმნის ენერგო რესურსების მიწოდების აღდგენას. ნავიგაციის თავისუფლება შეუფერხებელი უნდა იყოს“, - წერს კალასი.

მისი ინფორმაციით, მომავალი კვირის ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, რათა განიხილონ, თუ როგორ იმუშაონ ერთობლივად შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად და სრუტესა და წითელ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების შესანარჩუნებლად.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა