„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს

„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილების მფლობელებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიან საწვავის A1-ის იმპორტს იწყებს საბერძნეთიდან. A1-უახლესი ევროპული სტანდარტის, გამორჩეული ხარისხის საწვავია მძღოლებისთვის, ვისთვისაც ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრის შეგრძნება, ძრავის დაცვა და მართვის განსაკუთრებული გამოცდილება - გადამწყვეტია. A1- ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდება „ვისოლის“ 7 ავტოგასამართ სადგურზეთბილისში, არგვეთასა და ბათუმში.

A1-ი არის სუპერის კატეგორიის საწვავი იმ მომხმარებლისთვის, ვისთვისაც ავტომობილი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის — ის არის ცხოვრების სტილი, მართვის განსაკუთრებულემოცია და მაღალი სტანდარტის არჩევანი. „ვისოლს“ 100 ოქტანის საწვავი მომხმარებლისთვის 13 წლის წინაც ჰქონდა ხელმისაწვდომი, თუმცა დღეს საქართველოს ავტოპარკში Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნაც მაღალი ხარისხის, მაღალოქტანიან საწვავზე, რომელიც თანამედროვე ძრავების ტექნოლოგიურ მოთხოვნებს სრულად პასუხობს. შესაბამისად A1-ის იმპორტი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც „ვისოლმა“ უკვე ხელმეორედ მიიღო და კეთილ მგზავრობას“ ახლა უკვე საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავითაც უზრუნველყოფს. - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

Luxury და Sport კატეგორიის უახლესი თაობის ავტომობილების ძრავები მაღალოქტანიან საწვავს საჭიროებენ, რათა სრულად გამოავლინონ მწარმოებლის მიერ გათვლილი შესაძლებლობები: მაქსიმალური აჩქარება და სიმძლავრე, სწრაფი რეაგირება, მოქნილი დინამიკა და სხვა. A1-ი იცავს ძრავს მაღალი დატვირთვის პირობებში.

A1-ის შემოტანით ვისოლი პასუხობს იმ პრემიალური მომხმარებლის მოთხოვნას, რომლისთვისაც ავტომობილი პერსონალური სტილის, ტექნოლოგიური მოთხოვნების და მძაფრი ემოციების ნაწილია. როდესაც Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილის მფლობელი საწვავს ირჩევს, ის რეალურად ირჩევს როგორი იქნება მისი მართვის გამოცდილება და რამდენად დაცული იქნება ძრავი. სწორედ ამიტომ A1-ის კომუნიკაციაშიც მთავარი აქცენტი კეთდება არა მხოლოდ მაღალ ოქტანურ მაჩვენებელზე, არამედ იმ განსხვავებულ გამოცდილებაზე, რომელსაც ეს პროდუქტი მძღოლს ავტომობილის მართვისას აძლევს - მეტ სიზუსტეს, მეტ სიმძლავრეს, მეტ სიამოვნებას. A1 მათთვისაა, ვისთვისაც ხარისხზე კომპრომისი მიუღებელია. ამას გარდა, „ვისოლი მრავალი წელია საქართველოში ავტოსპორტის განვითარებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებას მნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილავს. გვჯერა, რომ A1 მაღალი სისწრაფის ავტომობილებსა და ავტოსპორტში ჩართულ მძღოლებს მისცემს შესაძლებლობას, ავტომობილის პოტენციალი სრულად გამოიყენონ და უკეთესი შედეგები აჩვენონ როგორც ყოველდღიურ მართვაში, ისე სპორტულ ტრასაზე.“ - აცხადებს „ვისოლის“ მარკეტინგის დირექტორი ჯაბა ბოკუჩავა.

„ვისოლი“ უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე ქმნის მგზავრობის საუკეთესო გამოცდილებას იმ მომხმარებლისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხო, კომფორტული გადაადგილება და ხარისხი როგორც პროდუქტის, ისე მომსახურების კუთხით. „ვისოლს“ საწვავის ხარისხის კონტროლის სრული ციკლი აქვს იმპორტის ეტაპიდან ავტოგასამართ სადგურამდე. ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება კომპანიის სტაციონარული და ექსპრეს ლაბორატორიების დახმარებით, რაც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლამდე მისული თითოეული ლიტრი საწვავი გარანტირებულად აკმაყოფილებდეს იმ უახლეს ევროპულ სტანდარტს, რომელსაც მომხმარებლებივისოლისგანელიან. ამასთან, „ვისოლი“ აქტიურად ავითარებს ციფრულ მიმართულებას და მომხმარებელს აპლიკაციის მეშვეობით სთავაზობს მნიშვნელოვან ფასდაკლებას საწვავზე, სპეციალურ შეთავაზებებსა და ბონუსებს, რაც ყოველდღიურ მგზავრობას კიდევ უფრო მოსახერხებელსა და მომხმარებელზე მორგებულს ხდის. A1 კი ამ ეკოსისტემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია - პრემიალური პროდუქტი მათთვის, ვინც მოგზაურობის გამორჩეულ გამოცდილებას ეძებს.

(R)

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა