გურამ მაჭარაშვილი - ერთ უჯარო გენერალს, მეორე უჯარო გენერლით თუ ჩაანაცვლებ, მლოცველ ბოკუჩავას მცხობელი ჟორჟოლიანით თუ შეცვლი, „ნაცმოძრაობაში“ არაფერი შეიცვლება - ეს პარტია რაც უფრო მალე ამოწურავს თავს, მით უკეთესი

ერთ უჯარო გენერალს მეორე უჯარო გენერლით თუ ჩაანაცვლებ, არაფერი შეიცვლება - საინტერესოა, რას ლოცულობდა თინა ბოკუჩავა ეკლესიაში, რომლის უფროსები ლგბტ პროპაგანდას სკანდირებდნენ?! მლოცველ

ბოკუჩავას მცხობელი ჟორჟოლიანით თუ ჩაანაცვლებ, ამით „ნაცმოძრაობაში“ არაფერი შეიცვლება, - ასე უპასუხა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებულ პროცესებზე დასმულ კითხვას.

მაჭარაშვილის აზრით, „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის სასიკეთოა.

„ეს პარტია და მისი ფილიალები რაც უფრო მალე ამოწურავს თავს, მათ შორის სამართლებრივად, მით უკეთესია ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის. ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იმ ადგილს დაიკავებენ, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება.

„ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები სხვადასხვა ტიპის სერიალებს სერიოზულ კონკურენციას უწევს. რა შეიძლება, შეიცვალოს თავმჯდომარეების შეცვლით?! - არც არაფერი! მათ ამომრჩევლის დიდი რაოდენობა დაკარგეს. ერთ უჯარო გენერალს მეორე უჯარო გენერლით თუ ჩაანაცვლებ, არაფერი შეიცვლება. თინა ბოკუჩავამ გვითხრა, რომ ეკლესიაში სანთლით ხელში ლოცულობდა. ამ დროს აღმოჩნდა, რომ მისი პატრონები ეკლესიას ეუბნებოდნენ, რომ ლგბტ პროპაგანდით დაკავებულიყვნენ. საინტერესოა, რას ლოცულობდა ბოკუჩავა, რომ ეკლესიას ლგბტ პროპაგანდისთვის ელოცა?! როგორც აღმოჩნდა და საპატრიარქოს მხრიდან დადასტურდა, „ნაცმოძრაობის“ პატრონებმა ეკლესიას პირდაპირ დაავალეს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დამდგარიყვნენ - საინტერესოა, უთხრას საზოგადოებას, რას ლოცულობდა ბოკუჩავა ეკლესიაში, რომლის უფროსები ლგბტ პროპაგანდას სკანდირებდნენ. მლოცველ ბოკუჩავას მცხობელი ჟორჟოლიანით თუ ჩაანაცვლებ, რა თქმა უნდა, ამით „ნაცმოძრაობაში“ არაფერი შეიცვლება!“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა