ვოლოდიმირ ზელენსკი - ვასრულებთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას და სამართლიანი იქნება, თუ სანაცვლოდ ევროკავშირისგან მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებს მივიღებთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას და იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის შეხვდა.

„კარგი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან. განვიხილეთ მოლაპარაკების დარჩენილი ხუთი კლასტერის გახსნაზე მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ“, - წერს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე გაწევრიანების გზაზე შემდეგი ნაბიჯების პოტენციური ვადები განიხილეს.

„უკრაინა და ჩვენი ხალხი ამას სრულად იმსახურებს. ვასრულებთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ყველა ჩვენს ვალდებულებას და სამართლიანი იქნება, თუ სანაცვლოდ ევროკავშირისგან მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებს მივიღებთ“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

„მივაწოდე ინფორმაცია უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. რუსეთი არ წყვეტს ჩვენ ქალაქებსა და თემებზე თავდასხმას. დღეს კვლავ განხორციელდა ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები და ასევე გაუშვეს თავდასხმის დრონები. სამწუხაროდ, კიევში, ხარკოვსა და ხერსონში ადამიანები დაიღუპნენ. რუსეთმა ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. განვიხილეთ ევროპაში ჩვენი ერთობლივი მუშაობის პერსპექტივები ანტიბალისტიკური შესაძლებლობების მიმართულებით, რათა უზრუნველვყოთ უფრო მეტი დაცვა ყველასთვის - როგორც უკრაინისთვის, ასევე ყველა ქვეყნისთვის“, - წერს ზელენსკი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე