სტუ-ის გუნდმა ერევანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის „LISS24“ პროექტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნულ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (NPUA) გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ერევანში, კონკურსის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თამარ რუხაძე და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები ნიკა გოგლიძე, ზურა ვატიტაძე და დავით ჯალაღონია.

სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებაში საქართველოდან და სომხეთიდან 6 წამყვანი უნივერსიტეტი მონაწილეობდა. როგორც პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, კონკურსში მონაწილე თითოეული უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო სამი სტუდენტისა და ერთი მწვრთნელისგან შემდგარი გუნდით. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ დღეს მოეწყო სამი პარალელური ე.წ. „ოთახის ქვეკონკურსი“, სადაც 18 სტუდენტი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. თითოეული ექვსკაციანი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი გადავიდა ფინალურ ტურში, სადაც გამოვლინდნენ საერთო გამარჯვებული და საპრიზო ადგილების მფლობელები.

„საერთაშორისო პროექტის - „Learn-Innovate-Sell-Succeed“ (LISS24) მთავარ მიზანს წარმოადგენს B2B (Business-to-Business) გაყიდვების და ინოვაციური შესაძლებლობების გაზრდა სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით ინჟინერიის სფეროში, ახალ ციფრულ ეპოქაში. ასეთ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა სტუდენტებისთვის მხოლოდ აკადემიური აქტივობა არ არის - ეს არის მძლავრი პლატფორმა, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ის სტუდენტებს უხსნის გზას ადგილობრივი აუდიტორიებიდან საერთაშორისო ასპარეზზე. ისინი უნივერსიტეტში ბრუნდებიან გაზრდილი თვითშეფასებით, ახალი იდეებით, მოტივაციითა და იმ ცოდნით, რომელიც მათ გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიან პროფესიონალებად აქცევს. ყოველი ასეთი ვიზიტი არის ინვესტიცია მათ მომავალში“, - აცხადებს ბორის გითოლენდია. .

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში დაფუძნდა „გაყიდვების ლაბორატორია“. ლაბორატორიისთვის შეძენილია თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა და გადამზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი. სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სრულად რეაბილიტირდა ლაბორატორიის ფიზიკური სამუშაო სივრცე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროფილის ლაბორატორია საქართველოში პირველია და ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს თანამშრომლობას ბიზნესსექტორსა და უნივერსიტეტს შორის. ლაბორატორია იძლევა შესაძლებლობას, ბიზნესსექტორს შესთავაზოს სხვადასხვა კვლევა მათი გაყიდვების პოტენციალის სტიმულირებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა