მასუდ პეზეშკიანი - აშშ-ის, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის, ქცევა მის საგარეო პოლიტიკას მიჰყვება: წესების დარღვევა, მეტოქეების დაშინება, დაბრკოლებების შექმნა და მოტყუება

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს და მის საგარეო პოლიტიკას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის რანგში მის ქცევას ადარებს.

„აშშ-ის მთავრობის, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის, ქცევა მის კარგად ნაცნობ საგარეო პოლიტიკას მიჰყვება: წესების დარღვევა, მეტოქეების დაშინება, დაბრკოლებების შექმნა და მოტყუება. ეს მათი MAGA-ს სახელმძღვანელოა. ირანი უარყოფს ასეთ თამაშებს. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენს უფლებებს“, - დაწერა პეზეშკიანმა X-ზე.

ირანის პრეზიდენტის აღნიშნულ კომენტარს წინ უძღოდა სპარსეთის ყურეში ღამით განხორციელებული დარტყმები. ირანმა განაცხადა, რომ ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო სამიზნეები აშშ-ის თავდასხმების ტალღის საპასუხოდ დაბომბა. თავის მხრივ, აშშ-მა განმარტა, რომ მისი სამხედრო მოქმედებები და ირანულ ნავთობზე სანქციების ხელახლა დაწესება ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის მიერ გემებზე განხორციელებული თავდასხმების პასუხი იყო.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე